რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულში ნინო ახობაძის მარჩენალდაკარგული ოჯახი მოინახულა, სასურსათო ნობათი და პირადი მოხმარების სხვა ნივთები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
“სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვაგრძელებ იმ ადამიანების მონახულებას, რომლებიც ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას, მზრუნველობასა და თანადგომას საჭიროებენ, ამიტომ მსგავი აქტივობების განხორციელებას რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავაგრძელებ“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.