ალუდა ღუდუშაური - ბატონი გახარიას რომელი აქტივობა ნახეთ ბოლოს, გარდა იმისა როცა ტელეფონით უთხრა მისი პარტიის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქორწინების აქტისთვის უნდა მოეწერათ ხელი?

ხელის გულზეა, როგორ პოლიტიკურ ქორწინებაშია „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია - მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გახარია და გახარიასაც სააკაშვილი თავისი „ნაციონალური მოძრაობით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გიორგი გახარიას გუნდის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ატარებს.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, „ქვეყნის ყოფილ პრემიერსა და მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს ავიწყდებათ ის მძიმე რეალობა, რომლის გათვალისწინებითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ“. ღუდუშაურის თქმით, გახარიას პარტიის მხრიდან ანტისახელმწიფოებრიობაზე საუბარი სირცხვილია.

„თუ ვინმე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებს, ეს მათი (გიორგი გახარიას) პარტია და ლიდერია. როდესაც ვინმე ანტისახელმწიფოებრიობაზე საუბრობს და ხელისუფლების მისამართით იშვერს თითს, მოსწონს ვინმეს თუ არა, ცხადია, რომ დღეს ქართული სახელმწიფო და მმართველი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე. ამაში ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ თუ ვინმე აქ თავის თავს ვერ ხედავს, მისი პრობლემაა. დღეს ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას საერთოდ არ აინტერესებს, რას ფიქრობს ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი ან მათი ბელადი სააკაშვილი. მათი ზრახვები და ინტერესები დღეს საქართველოს დღის წესრიგში ნამდვილად არ არის. ეს ფურცელი გადაშლილია, უკვე წარსულია. 2024-ში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები იქნება, მოემზადონ, საზოგადოებას თავიანთი ხედვები შესთავაზონ და თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ნდობა უნდა გამოუცხადოს ხელისუფლებაში მოსაყვანად, შემდეგ ისაუბრონ ასე. ქართული სახელმწიფოს მართვა საზოგადოების მიერ „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩაბარებული. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი საზოგადოების საჭიროებებზეა მორგებული. გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას, რეგიონს და მთლიანად მსოფლიოს აქვს, დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ქვეყანა გავიყვანოთ არა მხოლოდ სამშვიდობოს, არამედ ამ ტურბულენტური სიტუაციიდან ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, უქმნის თუ არა პრობლემას გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“, ღუდუშაური ამბობს: „ბატონი გახარიას რომელი აქტივობა ნახეთ ბოლოს, გარდა იმისა როდესაც ტელეფონით უთხრა მისი პარტიის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქორწინების აქტისთვის უნდა მოეწერათ ხელი?“.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები დაიდო, ყველამ დაინახა, რა მხარდაჭერა ჰქონდა გიორგი გახარიას.

„ლაიქებით“ ითვლიდნენ მის რეიტინგებს, ხიბლში იყვნენ ჩავარდნილები, თითქოს განუზომელი მხარდაჭერა ჰქონდა. რეალობისგან მოწყვეტილი განცდა ჰქონდათ“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა