რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, დღეს ონის მუნიციპალიტეტში, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ავრცელებს.
დეპუტატმა, სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უწერასა და ღარში, ჟენია მეტრეველის და დალი არჩვაძის მარჩენალდაკარგულ და მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო ნობათი გადასცა და ის პრობლემები განიხილა, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
„ადამიანი ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულებაა და მათ მიერ გამოცხადებული ნდობა, მთავარი მონაპოვარი. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრების დონე და პირობები ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ენუქიძემ.