კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი კულტურის სფეროდან, კერძოდ კი, ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ადამიანები კულტურის მინისტრმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა თეა წულუკიანისგან მოითხოვეს კონკრეტული გეგმა, სადაც განმარტებული იქნება, როგორ განხორციელდება ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია.
მათივე განმარტებით, შედგენილია პეტიცია, რითაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
აქციაზე მიიტანეს ბანერები წარწერით: “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს”, დიდება პარტიას”, ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს”.
“ბოლო დროს რა ამბებიც დატრიალდა, განსაკუთრებით თეა წულუკიანის მინისტრობის პირობებში ძალიან ცხადად აჩვენებს, რომ მართვის ბოლშევიკური მეთოდები არ არის დავიწყებული. ეს სიმბოლოკა, რომელიც აქ წარმოდგენილია ამაზე მეტყველებს. მათ უნდათ, რომ კულტურის სფერო მართონ კარგად აპრობირებული საბჭოთა მეთოდებით, რომ ვინც არ მიაჩნიათ თავიანთ პოლიტიკურ თანამოაზრედ ან ვინც ბედავს განახვავებული აზრის ხმამაღლად თქმას ის ადამიანები განდევნონ ამ სივრცეებიდან, მიუხედავად დამსახურებისა და მათი პროფესინალიზმისა, ეს კი გააკეთონ მხოლოდ პარტიული აკვიატების ნიშნით”, - აცხადებს “ინტერპრესნიუსთან” “ლელოს” წევრი ფიქრია ჩიხრაძე.