პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს უკვე მიმართა.
კუჭავას მიმართვა მანდატის შეწყვეტაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად უკვე წარედგინა. შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის გათვალისწინებით, კუჭავას ადგილმონაცვლე პარლამენტში გია ცაგარეიშვილია.