პაატა იმნაძე - „ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და ყველგან პირბადე ვატაროთ

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, "ომიკრონი" ახალგაზრდა ადამიანებსა და ვაქცინირებულებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, თუმცა კვლევების მიხედვით, ეს შტამი „უჯრედულ იმუნიტეტის სისტემას ურტყამს, რამაც შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს“.

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნის შესაძლებლობა, იმნაძე ამბობს, რომ ამის ალბათობა დაბალია.

„საქართველოში ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი დიდი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი პოპულაცია საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ახალი მუტაცია წარმოიშვას. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა დაბალია. მთავარია, რომ აცრილები ვიყოთ, რათა კორონამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოგვაყენოს და რაც მთავარია, მივაღწიოთ იმ პერიოდამდე, როდესაც ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება ანტივირუსული საშუალებები. ახალიც უკვე იქმნება და კიდევ მიდის მუშაობა. მთავარია, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა