ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რობერტა მეცოლას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„იმედი მაქვს, ქალბატონი რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ევროპარლამენტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.