ნინო ბურჯანაძე - რადარებზე არ ჩანს ოპოზიციური ერთობა - არ იქნება ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები

ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპოზიცია არის ერთიანი - თუ ოპოზიციას უნდა, რომ მიაღწიოს ვადამდელ არჩევნებს, ამას სჭირდება ერთობა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციურ სპექტრში პარტიული განსხვავება გვერდზე იქნას გადადებული.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს ოპოზიციის ერთობა არ ჩანს და შესაბამისად, არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა არსებობს.

„ჯერჯერობით არ ჩანს რადარებზე ოპოზიციური ერთობა და შესაბამისად, არ ჩანს ის შედეგიც, რაც ამ ოპოზიციურმა ერთობამ უნდა მოიტანოს. არ იქნება ოპოზიციური ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ძალიან ნათელია ეს ჩემთვის. ოპოზიციაც სხვაგვარად უნდა იქცეოდეს დღევანდელ ვითარებაში და ხალხმაც ალბათ, სხვანაირად უნდა ამოიღოს ხმა. არ არის აუცილებელი მოგწონდეს ესა თუ ის პარტია, რომ გამოხვიდე. სოციალური პროტესტი იყოს და არა პოლიტიკური. რომ გშია, გამოდი და თქვი, რომ გშია, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე.

ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპოზიცია არის ერთიანი. ამიტომ, ჩემს პოზიციას ემთხვევა ბატონი სააკაშვილის პოზიციაც, რაც სწორი პოზიციაა, რადგან თუ ოპოზიციას უნდა, რომ მიაღწიოს ვადამდელ არჩევნებს ამას სჭირდება მხოლოდ ერთობა. გვერდზე გადაიდოს ყველანაირი განსხვავებები და ვადამდელი არჩევნები იქნას მოპოვებული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა