საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტმა, ბექა გურულმა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის საქართველოს 2022 წლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუ-ის მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელი ბექა გურული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი და მრავალი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებულია. 2017 წელს ის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი გახდა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიგა ქვარცხავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ბექა გურულს საქართველოს ჩემპიონობას ულოცავენ და კიდევ მრავალ ღირსეულ გამარჯვებას უსურვებენ.
საქართველოს ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2022 წლის 11-12 იანვარს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.