აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოსა და შუახევში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამასთან, 150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული. ამ ეტაპზე სკოლის შიდა სამუშაოები, ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ასევე, შუახევში მოსწავლე ახალგაზრდობის და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა სრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სახელოვნებო ცენტრი. შენობაში მოეწყობა სააქტო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი სივრცე.