ბექა ოდიშარია - ძალიან მალე ჩვენს საზოგადოებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს შევთავაზებთ

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა ონლაინ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე დიასპორის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის საკითხზე იმსჯელეს.

„ჩვენ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად არსებულ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ, რომელიც მოძველებულია და ეხება უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს. მომავალ შეხვედრაში პარლამენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ძალიან მალე შევთავაზებთ ახალ ინიციატივებს ჩვენს საზოგადოებასა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს", - განაცხადა კომიტეტის თავჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა