ეკა ბესელია - პრეზიდენტი ვეტოთი „ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ - რაც შეეხება სააკაშვილს, ხელისუფლებას მასთან უკვე წაგებული აქვს

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ პოლიტიკური პროცესი ორპოლუსიან ჭრილში დაებრუნებინა, ისევ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაუსრულებელ ომს ვხედავთ , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული სასამართლო გარემოს არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას სააკაშვილთან „ეს ბრძოლა წაგებული აქვს“.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ პოლიტიკური პროცესი ამ ორპოლუსიან ჭრილში დაებრუნებინა. ისევ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაუსრულებელ ომს. ეს არ არის ღირებულებითი ბრძოლა, ეს უფრო ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. სააკაშვილი იქნება, კობახიძე თუ ვინმე სხვა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მიმაჩნია, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები გულისხმობს, ყველას უნდა მოეპყრო სამართლიანად. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ უამრავი პრეტენზია და სამდურავი მქონდა წარსულში, ამ სასამართლოს პირობებში გამოტანილი განაჩენი გაუძლებს იმ ტესტს თქვა, რომ „ალბათ, დანაშაული ჩადენილია“? - ვერ გაუძლებს. ამიტომ, უკვე წაგებული აქვს მასთან ეს ბრძოლა „ოცნებას.“ მან დაახვედრა ისეთი სასამართლო სისტემა, რაზეც თავად თქვა, რომ იყოს „მონოპოლიზირებული გავლენების ქვეშ სასამართლო და არ იყოს თავისუფალი“, - განაცხადა ბესელიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისაუბრა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა. ეკა ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტს აღნიშნული კანონებისთვის ვეტო დაედო.

ბესელიას განცხადებითვე, „ქართული ოცნება“ სახიფათო ხიბლშია ჩავარდნილი და ზურაბიშვილის ვეტო ერთგვარი „ცივი შხაპი“ იქნებოდა მისთვის.

"გადაწყვეტილების და მექანიზმის, რაც მხოლოდ პრეზიდენტს აქვს, გამოყენება იქნებოდა მნიშვნელოვანი. ახლა ვხედავთ სურათს, როდესაც ხიბლშია ჩავარდნილი მმართველი პარტია და ეს ძალიან სახიფათო ხიბლია, მას რეალურად აღარავინ ჰყავს წინააღმდეგობის გამწევი და ყველაფრის უფლება აძლევს თავს. ერთადერთი, ვისაც სწრაფ, არადემოკრატიულ თავდაღმართში დაშვებული ხელისუფლების შეჩერება შეეძლო, პრეზიდენტის ვეტოა. მას ექნებოდა რამდენიმე გამაჯანსაღებელი ეფექტის ვეტოს ფუნქცია. ცივი შხაპი უნდა გადაასხა ადამიანს, რომ გამოაცოცხლო. პრეზიდენტთან ახლო კომუნიკაცია მაქვს და არ ვიცნობ, როგორც შეშინებულ ქალს და შეშინებულ პრეზიდენტს. შესაძლოა გარკვეული ბარიერი იყოს ქალბატონი სალომესთვის, მაგრამ იქ ხომ დიდი საჯარო ინტერესია, რომ მას შეეჩერებინა ეს პროცესი?! - ის ამით პირიქით, დაეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“, რომ ცოტა გამოფხიზლდნენ. ძალიან სახიფათოდ მოდუნდნენ და ვერ ხედავენ რეალურ წინააღმდეგობას, ფატალურ და დამაზიანებელ შეცდომებს უშვებენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა