თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცების, კერძოდ შერიგებისა და ჩართულობის მიმართულების სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე, რაზეც სახელმწიფო მინისტრმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის როლს და შესაბამისი მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც მიზნად ისახავს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას.

თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ევროკავშირის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე განხორციელებისთვის.

შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ნაბიჯებზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა