აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში, ე.წ. ჩოლოქის დასახლებაში, ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ეზოების და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა სახურავები, მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნის და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. ასევე, განხორციელდა გაზიფიცირების პროექტი, რის შედეგადაც მოსახლეობა ბუნებრივი აირით უახლოეს მომავალში იქნება უზრუნველყოფილი.
ამასთან, ქობულეთში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქობულეთის საკრებულოს წევრებმა მოინახულეს.