საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ქობულეთის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობაც მიმდინარეობს.
„ქობულეთის სანაპირო ზოლის პროექტის მიმდინარეობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან ლევან ზოიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქობულეთის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.
ქობულეთი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ბულვარით შეხვდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.