ნინო ბურჯანაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე - ეს არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც ეჭვი არავის ეპარება - ვაფრთხილებ მოსახლეობას, ძალიან ძვირად დაუჯდებათ სიჩუმე, გვიან იქნება თითზე კბენანი

აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს. კატეგორიულად ვგმობ იმ ყველაფერს, რაც ხდება მათთან მიმართებაში და კატეგორიულად, სრული პასუხისმგებლობით ვაფრთხილებ საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ძვირად დაუჯდებათ სიჩუმე , - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ყველა ქართველის კარზე მივა, ვინც მას წინ გადაეღობება.

„ის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, ამაში ეჭვი არავის ეპარება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა თავი გამოიჩინა ადამიანების პირადად დევნით, რომლებიც მისთვის მიუღებელია და პრობლემას ქმნის და უნდა, რომ თავიდან მოიშოროს. ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო ის საქმიანობა, რომელსაც მამუკა ხაზარაძე აწარმოებდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ის, ბუნებრივია, პირდაპირ მას არ დაუკავშირდებოდა ისევე, როგორც პირდაპირ არაფერს აკეთებს, როგორც ეს სჩვევიათ ოლიგარქებს და მისი ტიპის ადამიანებს. ის ხაზარაძეს დაუპირისპირდა მითიური „ფულის გათეთრების“ საკითხით. ის, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ყალბია და აგებულია ხაზარაძე-ჯაფარიძეს ივანიშვილი გაუსწორდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მისთვის არ არსებობს მორალური პრინციპები, ადამიანური და სამართლებრივი პრინციპები. დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანი თუ ის ივანიშვილის მორჩილია, მისთვის მისაღებია და შეიძლება მისი მარჯვენა ხელიც გახდეს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება განგაშის სიგნალი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

მათ ან მათი ოჯახის წევრებს მიადგებიან. თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მოვითმენთ, ეს აუცილებლად მოხდება. ნებისმიერი ქართველის კარზე მივა ივანიშვილი, რომელიც მას შეიძლება წინ გადაეღობოს. ნებისმიერმა ადამიანმა ხვალ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს და უნდა გავაპროტესტოთ პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც საქართველოში წესად იქცა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძე ამბობს, „ისე წავიდა ვითარება, რომ ვერაფერი ვერაფერს შეცვლის ვადამდელი არჩევნების გარდა“.

„იმასთან შეგუება, რაც ახლა ხდება, უბრალოდ დანაშაულია. პრაგმატულად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეს ყველას კატასტროფისკენ მიიყვანს. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდეს ივანიშვილი ხელისუფლებას, თორემ ის ქვეყნები, რომელსაც ცოტა ირონიულად ვასახელებდით, როგორც ავტოკრატულ და დიქტატორულ სახელმწიფოს, მანდ მოსანატრებელი არ გახდეს დიდად თავმოყვარე ქართველებისთვის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა