სერგო ჩიხლაძე - კლინიკებისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის - საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა, დამატებითი საწოლების დარეზერვება უნდა ხდებოდეს

კლინიკებისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის - საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა დეკემბერში, იანვარში ან გასული წლის ბოლო კვარტალში , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშემებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს არა წინა სამი კვირის მონაცემებით, როცა შედარებით იკლო ინფიცირების მაჩვენებელმა, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ბოლო დღეებია, ინფიცირების მაჩვენებელი ცალსახად იზრდება.

"10- ზე მეტი კლინიკისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის მაშინ, როცა უკვე რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა შეიმჩნევა და თვის ბოლოსთვის ომიკრონის შტამით სრულად ჩანაცვლდება არსებული შტამები და დადასტურებული შემთხვევები სულ მცირე 10- 15 ათასის ფარგლებში იქნება, ხოლო რეალური შემთხვევები კიდევ უფრო მეტი. აქედან გამომდინარე საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა დეკემბერში, იანვარში ან გასული წლის ბოლო კვარტალში, ამიტომ არა გაუქმება, არამედ პირიქით, საწოლფონდის ​მობილიზება უნდა ხდებოდეს და დარეზერვება დამატებით საწოლების", - განაცხადა ჩიხლაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა