იოსებ ხახალეიშვილი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაო პროცესებს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაო პროცესებს გაეცნო.

ქალაქის მერმა დაათვალიერა ცენტრალური მოედანზე მდებარე შადრევნის სარეაბილიტაციო, რუსთაველის გამზირისა და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერის მოწყობის და ნიკეა - თაბუკაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაოები.

„ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობა. დღეს დავათვალიერეთ რამდენიმე მათგანი. 2021 წელს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორციელებაზე, პროცესი გაგრძელდება 2022 წელსაც. ეს პროგრამა ძალიან კარგი შანსია ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერის შესახებ, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვითმმართველობებს, თავად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, შევარჩიოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და განვახორციელოთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას 220 მილიონი ლარით, საქართველოს ოთხ რეგიონში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა