დავით სერგეენკო - მიუღებელია, წინასწარ იმის ცოდნის გარეშე, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ნებისმიერ შემთხვევაში უნდობლობის გამოცხადება

ხაზარაძის და ჯაფარიძის პოზიცია გასაგებია, ისინი მხარეს წარმოადგენენ, ჩემთვის ცალსახად მიუღებელია, წინასწარ იმის ცოდნის გარეშე, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ნებისმიერ შემთხვევაში უნდობლობის გამოცხადება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, საჭიროა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ოპოზიციის ბრალდებებს რაც შეეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ოპოზიცია ატარებს იმ თვალსაზრისს, რაც მათთვის არის პოლიტიკურად მისაღები და ამაში ალბათ, უცნაური არაფერია. მე არ მაქვს საკმარისი მოცემულობა იმისათვის, რომ დავადასტურო საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობა. შესაბამისად, არ მაქვს მოცემულობა ვთქვა, რომ ეს ასეა, უარვყოფ", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა