დავით უსუფაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვებაზე - მაშინ საქართველოში არ ვიყავი, არ ვურჩევდი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვების დროს რომ საქართველოში ყოფილიყო, ის ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადადგმას არ ურჩევდა. ამის შესახებ უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე: მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვება იყო შეცდომა მაშინ, როდესაც საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ოპოზიციისთვის თითოეულ მანდატს ოქროს ფასი აქვს? - უსუფაშვილმა უპასუხა:

„მე არ ვიყავი მაშინ საქართველოში, არ ვურჩევდი! მორჩა! თუმცა, პოლიტიკური ნაბიჯები პოლიტიკურმა ლიდერმა ძალიან ხშირად უნდა გადადგას სარისკო და ზოგჯერ არაერთგვაროვანი და ერთმნიშვნელოვანი. ვნახოთ, მომავალმა შესაძლოა აჩვენოს, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, მგონია, რომ პარლამენტში აქტიური ბრძოლა და აქტიურობა აუცილებელი მინიმუმია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილმა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „ლელოს“ პარტნიორი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობაა“.

„საქმით ერთობა სწორია, კარგია, მაგრამ შეცდომებში ერთობა გაგიგიათ? ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ და ამ გზაზე ვინც გადაგვაწყდება პარტნიორი [ვითანამშრომლებთ]. ამ წუთში პარლამენტში შემოსული „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტნიორი - საარჩევნო საკითხებში იყო პარტნიორი, შარლ მიშელის დოკუმენტზე იყო პარტნიორი, მერე სერიოზული შეცდომა დაუშვეს, დროზე ხელი არ მოაწერეს და აქ არ ვყოფილვართ პარტნიორები და არ გავყოლივართ მათ არასწორ ქმედებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ცვლილებები სწორი იყო თუ არა, ეს პარტიის და ამომრჩევლის საქმეა.

„მათ შიდა სტრუქტურაში ვერ ვერკვევი. მთავარია, ვიცი, რომ ნიკა მელია არის თავმჯდომარე, რომელთანაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბევრ პოლიტიკოსს და მათ შორის, მეც“, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სერიოზულო პარტნიორულ ურთიერთობებს გააგრძელებს.

ნიკა მელიასთან გვქონდა და გვაქვს ურთიერთობა, პარლამენტში ხატია დეკანოიძეს და სხვებთან გვაქვს ურთიერთობა. შიგნით როგორ დალაგდებიან, ეს პარტიის და ამომრჩევლის საქმეა. მე ნაკლებად მაინტერესებს ეს თემა. ვაგრძელებთ ძალიან სერიოზულ პარტნიორულ ურთიერთობებს, მაგრამ არ ვართ იმ ჭკუაზე, რომ მაინცდამაინც სხვისი შეცდომები ვაქციოთ საკუთარ შეცდომებად ისევე, როგორც მათ არ სურთ ჩვენი შეცდომები აქციონ საკუთარ შეცდომებად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, რას შეცვლის კობა ნაყოფიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა არ იცის, რადგან „ნაცმოძრაობაში“ გადაწყვეტილებებს უმეტესწილად ერთი კაცი იღებდა ხოლმე, „ახლა როგორ არის არ ვიცი“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა