კობა ნაყოფია - პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული

ის, რაც მოხდა, რეალურად, ეს არის პარტიის გაძლიერება - ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს სჭირდება სწორი მენეჯმენტი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიც სწორედ ამას ემსახურება.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მომავალში გამოყენებული იქნება პროტესტის სხვადასხვა ფორმა.

„ის, რაც მოხდა, რეალურად ეს არის პარტიის გაძლიერება. ნიკა მელია გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, ამავე დროს ის დროებით ითავსებდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას. ამ დროს პოლიტსაბჭოში ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი გასაკეთებელი საქმეა, რასაც სჭირდება სწორი მენეჯმენტი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ „კობა იქნება შენ გადაინაცვლო აქ და ამ ფრონტზე იყო. მოვიწვიოთ პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც ძალიან კარგი ორგანიზატორული თვისებები გააჩნია.“ ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის იმისკენ, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?! - ჩვენთან, პარტიაში ეგრე არ არის, პირიქით. ეს უზრუნველყოფს პარტიის უფრო კარგ ფუნქციონირებას, მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.

თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა