იაგო ხვიჩია "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოზე - იმედგაცრუებული ვარ - ყველა დავაწინაურეთ და არჩევნების წაგება ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა, ასე გამოვიდა

იმედგაცრუებული ვარ - ყველა დავაწინაურეთ და ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა არჩევნების წაგება, ასე გამოვიდა,- ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მისი თქმით, მას მეტი მოლოდინები ჰქონდა.

"ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი ამ შეხვედრიდან, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი. აღმოჩნდა, რომ ყველა კარგი ადამიანია, ყველა დავაწინაურეთ და სინამდვილეში, ზალიკო უდუმაშვილის ბრალი ყოფილა არჩევნების წაგება, მარტო ის წავიდა, ასე გამოვიდა.

მეტი მოლოდინი მქონდა - ახალი ადამიანის წარდგენა, ძველების გაშვება, ვინმესგან პასუხისმგებლობის აღება ამ მოგებაზე ან წაგებაზე, რასაც ელოდებიან ხოლმე ასეთ დროს",- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა, რომელსაც მანამდე ზაალ უდუმაშვილი ხელმძღვანელობდა.

ამასთან, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა