თეა ახვლედიანი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს დღესასწაულები მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად სომეხ თანამოქალაქეებთან ერთად, გავიზიარო შობისა და ნათლისღების უდიდესი სიხარული და მივულოცო მათ ეს ბრწყინვალე დღესასწაულები, რომელთაც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს. ჩვენ გვაერთიანებს, ჩვენს კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყანაში მეგობრული თანაცხოვრების, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ისტორიული გამოცდილება, რასაც ჩვენ ვუფრთხილდებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში. მსურს კიდევ ერთხელ მივმართო და მივულოცო ჩვენს სომეხ თანამემამულეებს ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი, შობისა და ნათლისღების დღესასწაულები და ვუსურვო მათ მშვიდობა, კეთილდღეობა, წინსვლა და წარმატებები‘’,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა