დავით უსუფაშვილი - ერთ ხელში გვიჭირავს ჩაქუჩი, მეორე ხელში „ზუბილა" და ვანგრევთ საკუთარ სახელმწიფოს

ერთ ხელში გვიჭირავს ჩაქუჩი, მეორე ხელში „ზუბილა" და ვანგრევთ საკუთარ სახელმწიფოს, - ასე აფასებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ 2021 წლის პოლიტიკურ შედეგებს.

მისი თქმით, 2021 წელს საქართველომ უდიდესი დარტყმა მიიღო, რადგან ჯერ ისეთი კრიზისის წინაშე დადგა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება გახდა საჭირო, ხოლო შემდეგ ეს შეთანხმება დაირღვა.

„ჩვენ ჯამში, მტყუანებსაც და მართლებსაც (ხომ ასე ვყოფთ ბანაკებს - მტერი, გმირი და ა.შ.) ერთ ხელში გვიჭირავს ჩაქუჩი, მეორე ხელში გვიჭირავს „ზუბილა" და ვანგრევთ საკუთარ სახელმწიფოს. 30 წლის წინ, ეროვნული იდეის ქართული პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოცნება ახდა, თითქმის გამოტირებული გვქონდა სახელმწიფოებრიობა 200 წლის განმავლობაში, მაშინ, როცა სხვა ერებმა მოიწყვეს ინსტიტუციური გარემო, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა და მას შემდეგ დაკავებული ვართ უკეთეს შემთხვევაში სიზიფეს შრომით ანუ ვაკეთებთ რაღაცას, მაგრამ არასწორად ვაკეთებთ, იმდენად არასწორად ვაშენებთ, კონსტიტუციას არასწორად ვიღებთ, არჩევნებს არასწორად ვატარებთ, სასამართლოს არასწორად ვქმნით, პოლიტიკურ პაექრობას და ოპონირებას არასწორად ვაკეთებთ, კანონს ვიღებთ და მერე მას არ ვასრულებთ.

2021 წელს უდიდესი დარტყმა მივიღეთ ჯერ იმ დონის კრიზისის მომწიფებით, რომ შარლ მიშელის შეთანხმება დაჭირდა, მერე ამ მიღწეული შეთანხმების დახევით და გადაგდებით. ეს არ არის ერთი მორიგი შეუსრულებელი შეთანხმება, ეს არის ქვეყნის თავის მოჭრა საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ყველაფრის გამო დემოკრატიულ სამყაროს ჯერ ხელი არ აქვს ჩაქნეული საქართველოზე, მაგრამ ჩასაქნევად ხელი უკვე აწეული აქვს და სადაცაა ჩაიქნევს, თუ არ ვტაცეთ ხელი და არ შევაჩერეთ და ვუთხარით, რომ „მოიცადეთ, ჩვენ მეტი შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ცივილიზებული, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი ერი და არა ტვირთად ქცეული ხალხი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა