ქუთაისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი სცენიდან ქუთაისელებს ახალი წელი ანსამბლმა “შვიდკაცამ" და მომღერალმა ნოდარიკო ხუციშვილმა, ბენდთან ერთად მიულოცა.

დავით აღმაშენებლის მოედანზე და ცენტრალურ ბულვარში გამართულ საშობაო ბაზრობაზე მსურველებს ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-გასართობ სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა, მათ შორის ფოტოსესია სანტა კლაუსთან. ამასთან ერთად, ქალაქის ცენტრში მოძრავმა ორკესტრმა საზეიმო მსვლელობა მოაწყო.

"დღეს ქუთაისმა უმასპინძლა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ საახალწლო ღონისძიებებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. მთელი დღის განმავლობაში ქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, დღის ბოლოს კი, გალა-კონცერტზე, ანსამბლ „შვიდკაცას" და ნოდარიკო ხუციშვილს მოვუსმინეთ. დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ქუთაისელებს, ჩვენს სტუმრებს. ბედნიერი წელი დამდგარიყოს!“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შევძელით და იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შევუქმენით საზეიმო განწყობა ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ღონისძიებები გაიმართა ქუთაისში და მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობა მოეწყო. კულმინაცია არის კონცერტი, რომლითაც ჩვენმა სახელოვანმა მომღერლებმა საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს დამდეგი ახალი წელი ქუთაისს“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა