პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, განმარტა, ცვლილებით წესრიგდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელ ზოგიერთ ნორმასთან, გარდამავალ პერიოდში ცესკო-ს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელებასთან და გარდამავალ პერიოდში ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.