პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჯერ კიდევ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას პარლამენტთან თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
სამადლობელი განცხადება ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
“ლონდა თოლორაიას მადლობას ვუხდი პარლამენტთან თანამშრომლობისთვის, იმ საქმიანობისთვის, რომელიც ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გვქონდა. ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მე მას წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს, ის წარმატებულ საქმიანობას განახორციელებს როგორც დარჩენილ პერიოდში, ასევე შემდგომში შესაძლებლობა ექნება შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.