მოსამართლის მიმართ სადესციპლინო სახდელის ერთ-ერთ სახე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამისს სასწავლებელში გაგზავნა იქნება. ამგვარი სადისციპლინო სახდელი “საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში აისახა.
როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, ეს არის ოპოზიციის შეთავაზება, რაც მან, როგორც მომხენებელმა, გაიზიარა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ის ოპოზიციასთან ასეთ შეთანხმებას ემიჯნება, რადგან მოსამართლეების იძულებითი სწავლა მისთვის მიუღებელია.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განხილვის პროცესში დაკორექტირდა. კანონს აღარ დაემატა მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.