რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატი, გოჩა ენუქიძე საზოგადოებას დამდეგ ახალ  2022 წელს ულოცავს

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატი გოჩა ენუქიძე საზოგადოებას დამდეგ ახალ 2022 წელს ულოცავს.

„ჩემო ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

მინდა, თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული პატივისცემით მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ, მშვიდობა, სიკეთე და წარმატებები მოეტანოს ახალ, 2022 წელს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.

სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს გლობალურ პანდემიასთან ერთად ცხოვრება, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის და მათ შორის, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. იმედს ვიტოვებ, თითოეული ჩვენგანის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სახელმწიფოს მხრიდან, პანდემიის მართვის ეფექტიანი გზებით დროულად დავამარცხებთ უხილავ მტერს და 2022 წელს მაინც შევძლებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას.

2021 წელს, ახალმა პროგრამებმა, რომლებიც სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვა პრიორიტეტების მიმართულებებით განვახორციელეთ, საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით გაგვეუმჯობესებინა, ამასთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კოორდინირებული მუშაობით, ჩვენი რეგიონის მასშტაბით ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრული პროექტი განვახორციელეთ და ბევრს საფუძველი ჩავუყარეთ.

გასული წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით დემოკრატიის გზაზე.

განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებს, ექთნებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღემდე თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ემიგრანტებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, პედაგოგებს, პოლიციელებს, საერთაშორისო მისიების მონაწილე ჯარისკაცებს და ოფიცრებს, საჯარო მოხელეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს და თითოეულ მოქალაქეს.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებისა და მოქალაქეების ერთიანობით, დემოკრატიულ, გამჭვირვალე, ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ და 2022 წელი ბევრ წარმატებას მოუტანს ჩვენს რეგიონსა და ჩვენს ქვეყანას.

კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას დამდეგ ახალ, 2022 წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!“, - ნათქვამია დეპუტატის საახალწლო მილოცვაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა