გახარია ჩვენთვის წარსული ადამიანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა გიორგი გახარიას პარტიის წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას კომპლექსებისგან ვერ თავისუფლდება.
იონათამიშვილის განცხადებით, თვიმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდა, ვინ რა შედეგი დადო.
„რაც შეეხება გახარიას კომპლექსს, ძალიან უხერხულია. გახარია ჩვენთვის წარსული ადამიანია. გახარიას გარეშეც ვნახეთ - დადგა თვიმმართველობის არჩევნები, ვინ რა შედეგი დადო, საზოგადოებამ კარგად ნახა. უბედურება ისაა, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კანონის უზენაესობასა და აღსრულებაზე, თქვენი აწმყოა. ესაა რეალური პრობლემა“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რაც შეეხება ბუჩუკურის განცხადებას, მან მმართველ გუნდს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ვერაფრით ვერ თავისუფლდება „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას კომპლექსებისგან - დაიცალეთ ამ ბოღმისგან. მართლა ასე ჯობს თქვენთვის“.