ლადო კახაძე - პრივატული სივრცეა თქვენი ფილტვები და იქ რაც გინდა ის ჩაუშვით, მაგრამ რომ ამოუშვებ, ეს თქვენი პრივატული სივრცე არ არის - ეს უკვე საჯარო სივრცეა!

პრივატული სივრცე არის თქვენი ფილტვები და იქ რაც გინდა ის ჩაუშვით, მაგრამ რომ ამოუშვებ, ეს თქვენი პრივატული სივრცე არ არის - ეს უკვე საჯარო სივრცეა! – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ, “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პარლამენტში ინიცირებული პროექტი მწეველის გარშემომყოფთა დაცვას ისახავს მიზნად და თამბაქოს აქტიურ მოწევაზე ბევრად საზიანო, პასიური მწეველობაა. ამ კონტექსტში ლადო კახაძემ აღნიშნა ისიც, რომ მანქანა არის პრივატული სივრცე, მაგრამ მანიფესტირებული.

პარლამენტმა პირველი მოსმენით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ტაქსიში მოწევის აკრძალვაა. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება. ამავე პროექტით, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ამ მიმართულებით შემოდის ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, ტაქსის და კატერის როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას - ჯარიმა განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობიათ. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის. საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა