ტრადიციულად, წინასაახალწლო დღეებში, ბაგა-ბაღებში რეგისტრირებულ პატარებს, ქალაქის მერია ტკბილეულით ასაჩუქრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციითვე, წელს 8000-მდე ბავშვმა მიიღო საახალწლო ამანათი.
“ახალი წლის დღესასწაული ყველაზე მეტად ბავშვებს ახარებს და ჩვენც, ტრადიციულად, ვეცადეთ კიდევ უფრო გაგვეხარებინა ჩვენი პატარები. ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ტკბილეული დავურიგეთ. ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი მინდა ვუსურვო ყველა ბავშვს!"- განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.
საჩუქრები უკვე დარიგდა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღში.