პაატა იმნაძე - ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს, რადგანაც „ომიკრონი“ ქვეყანაში უკვე შემოსულია - ჯერ ვახერხებთ გავყვეთ გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ ცოტა ხანში ეს შეუძლებელი გახდება, როცა რაოდენობა მოიმატებს

ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს, რადგანაც „ომიკრონი“ ქვეყანაში უკვე შემოსულია. ჯერ საბედნიეროდ ცოტაა, ჯერჯერობით უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებთ გავყვეთ „ომიკრონის“ თითოეული გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ ცოტა ხანში, ეს შეუძლებელი გახდება, როდესაც რაოდენობა მოიმატებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, „ომიკრონის“ შტამის პირობებში, რაოდენობის მომატება მოსალოდნელია.

იმნაძის შეფასებითვე, მას შემდეგ, რაც პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიწია, წელს ქვეყანაში კორონავირუსთან ერთად, გრიპიც გამოჩნდა.

„დღეში 2000 [ახალი შემთხვევა], რომ არის, გვიხარია, რადგან ეს ტალღა ოდნავ ჩამოშვებულია ქვეყანაში. ეს დღეები კიდევ ველოდებით, რომ შეიძლება ოდნავ კიდევ დაიკლოს, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მოიმატებს, მაგრამ ძალიან ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს, რადგანაც „ომიკრონი“ ქვეყანაში უკვე შემოსულია. ჯერ საბედნიეროდ ცოტაა, ჯერჯერობით უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებთ გავყვეთ „ომიკრონის“ თითოეული გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ ცოტა ხანში, ეს შეუძლებელი გახდება, როდესაც რაოდენობა მოიმატებს. აქ რჩება პირბადის ტარება, რამაც ქვეყანაში მოიკლო. როგორც კი პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიწია, არა მარტო კორონა, გრიპიც გამოჩნდა, რაც დამატებით თავსატეხს გაუჩენს ჩვენს სამედიცინო სექტორს. თუ გვინდა ეს ზამთარი მეტ-ნაკლებად ნორმალურად გავატაროთ, ეს არის პირბადის ტარება.

„ბუსტერი“ საჭიროა კორონასგან დასაცავად, 75%-მდე ადის კორონასგან დაცვა, თუ „ბუსტერი“ გაქვს გაკეთებული. სიკვდილისაგან ორი დოზაც მშვენივრად იცავს, კვლევები უკვე გამოქვეყნდა. „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ მშვენივრად იცავს მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისაგან „ომიკრონის“ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ „ბუსტერს“ გაიკეთებენ, ეს დაცვას აძლიერებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა