29 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საქმიანობის შეჯამება, 2022 წლის გეგმები, გამოწვევები, კომპანიების დაჯარიმებები და ტარიფები.
მის: ერწოს ქ.N11
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
29 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარტია „დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ლემონჯავა ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სახელმწიფოს მიტაცების მიზნით, ინსტიტუტებზე განხორციელებული შეტევები.
მის: მცხეთის ქუჩა 49
29 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
29 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
29 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას შეხვედრა გაიმართება თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან.
29 დეკემბერს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ისრაელელი დრამატურგების პიესების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის წარდგენასთან ერთად, პრეზენტაციაზე პიესების მიხედვით გადაღებულ ვიდეოებს აჩვენებენ.