თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000-მდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„2022 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ყველა მუნიციპალიტეტი ხვდება ახალი, გაზრდილი ბიუჯეტით და ამ ბიუჯეტის ფარგლებში როგორც რესპუბლიკურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები. ამ ბიუჯეტების ფარგლებში აჭარის 200 000-მდე მცხოვრები ისარგებლებს როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის პროგრამებით. 1400-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით. 5000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მიიღოს მედიკამენტების შესაძენად საჭირო ფინანსური დახმარება. ბათუმის მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, ჯამში 50 000-ზე მეტი პირისთვის მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო. მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტს, რომ კომუნალური გადასახადების ნაწილში შევეცადოთ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შევინარჩუნოთ ტარიფები", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა