რატი ბრეგაძე - თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის დროს მკურნალობის მიზნით თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში, ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება

დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა პროცედურა არის დაცული. მე თავად გახლდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მათ შორის, მკურნალობის მიზნითაც ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გარკვეული პერიოდით და, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ ექიმს და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალს, ვინც მუშაობს ამ დაწესებულებაში. ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებენ ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, არის, უბრალოდ, სირცხვილი.

„ყოველთვის უნდა ახსოვდეს მათ, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს, თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წლის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება, და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან. და მე რომ ვიყო მათი ადვოკატების ადგილზე, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისა და ღვაწლისთვის, რაც გამოიჩინეს კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ. ეტყობა, ეს არის მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა