თორნიკე რიჟვაძე - 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000 პირი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით ისარგებლებს

2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000 პირი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით ისარგებლებს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძემ გასული წელი შეაჯამა და აჭარის 2022 წლის გაზრდილ ბიუჯეტსა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

„2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000 მდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით ისარგებლებს: 1 400 სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით; 5 000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მიიღოს მედიკამენტების შესაძენად ფინანსური დახმარება; 50 000-ზე მეტი პირი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს; აჭარაში მცხოვრებ 12 ოჯახს, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა ფართში და ვერ ახერხებდა მის საკუთრებაში გაფორმებას, ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდებათ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა