მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც აღნიშნული უწყება უქმდება, არაკანონიერი გზით მოიპოვა

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით აღნიშნული უწყება უქმდება, არაკანონიერი გზით მოიპოვა. საკანონმდებლო პაკეტზე მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ 27 დეკემბერს ლონდა თოლორაიამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი კანონპროექტის ინიცირებამდე გამართა და მედიასთან საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

“ნებისმიერი კანონპროექტი ჯერ პარლამენტის ბიუროს წევრებს ეგზავნება და ბიუროზე განხილვის შემდეგ ხდება ის საჯარო. 27 დეკემბრის ბიუროს სხდომა 15:00 საათისთვის იყო ჩანიშნული, მაშინ როცა სახელმწიფო ინპექტორმა ბრიფინგი მანამდე გამართა და კანონის შინაარსზე ისაუბრა. არ არის პრობლემა, როდესაც კანონის პროექტი შეიძლება გადაიგზავნოს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ინსპექტორზეა საუბარი, ალბათ უპრიანია ინიციატივის მიღება კანონიერი გზით მოხდეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ლონდა თოლორაიამ დღევანდელ განხილვაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი და ამის თაობაზე მედიით შეიტყო პარლამენტი დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა