თამარ გაბუნია - თუ სადმე არის საავადმყოფოს შიდა ინფექცია, უნდა ვიცოდეთ - ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი რეაგირება

თუ სადმე არის საავადმყოფოს შიდა ინფექცია, უნდა ვიცოდეთ - ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი რეაგირება. თუ არ გაუმჯობესდა ანგარიშგების და სრულად გამოვლენის მექანიზმი, ეს რისკებს ზრდის, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების, ისე სხვა პაციენტების შემთხვევაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი.

მისივე თქმით, უნდა გაუმჯობესდეს ნოზოკომიური ინფექციის აღრიცხვიანობა. ამასთან, ინფექციის გამოვლენის პროცესები გამართული უნდა იყოს.

„ის, რომ ზოგადად, ნოზოკომიური, საავადმყოფოს შიდა ინფექცია საყურადღებოა, არ არის ახალი თემა. 2019 წლის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში გაუმჯობესდეს ამ ტიპის ინფექციების აღრიცხვა. თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია ნოზოკომიური ინფექციის მაჩვენებელი, ის, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ეს ნიშნავს, რომ აღრიცხვიანობა გასაუმჯობესებელია.

ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მოვიწვიეთ. რეკომენდაციების ერთ-ერთი ბლოკი შეეხებოდა ნოზოკომიური ინფექციების ანგარიშგების გაუმჯობესებას.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა დასკვნაში, რომელიც მივიღეთ საერთაშორისო ექსპერტებისგან, მითითებულია საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა. კლინიკები ცალსახად ასრულებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაიდლაინებით არის მოწოდებული. ინფექციის კონტროლის პირობები მაქსიმალური მონიტორინგით ხდება. ჩვენი მიზანია, თუ არის სადმე ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე. ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი რეაგირება. თუ არ გაუმჯობესდა ანგარიშგების და სრულად გამოვლენის მექანიზმი, ეს რა თქმა უნდა, რისკებს ზრდის, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების, ისე სხვა პაციენტების შემთხვევაში“, -აღნიშნავს გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას