,,ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის მიმართვით. ცხადია, ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს ამ უწყებაში, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. არავინ დაგაჯეროთ, რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენს გვერდით, მნიშვნელოვანია, რომ ეს თქვენ იცოდეთ“ , - ასე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე.
როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, მათი კატეგორიული რეკომენდაცია იქნება, რომ თანამშრომლებს სამუშაო პირობები გაუუმჯობესდეთ.
,,გუშინ ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა კომენტარი, ჩვენი კატეგორიული რეკომენდაცია იქნება, რომ ამ ადამიანების არათუ გავუუმჯობესოთ სამუშაო პირობები, არამედ მაღალი ლეგიტიმაციით იმუშაონ. ფაქტობრივად ერთის ნაცვლად იქნება ორი უწყება და მათ კიდევ ემატება გარკვეული რეგულაციები და ვალდებულებები და ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადია, მათზე გამოცდილი კადრები არ არსებობს. ძალიან ბევრი სპეკულაცია გვესმის ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მხარეების მხრიდან და ეს სპეკულაცია უნდა დავასრულოთ. არავინ დაგაჯეროთ, რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენს გვერდით’’, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.