ქუთაისის მერიამ 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა

ქუთაისის მერიამ 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენ ჩვენთან ერთად ხართ და შეგვიძლია, მადლობა გითხრათ იმ სიხარულისთვის, რასაც მთელი წლის მანძილზე გვანიჭებდით თქვენი წარმატებული ასპარეზობით.

განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, რომლებმაც ამ დღეეში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს.

მომავალ წელს ჩვენ დავიწყებთ ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობას, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს სპორტსმენებს ახალი წარმატებების მიღწევაში.

უკვე ვამზადებთ პროექტს და ქუთაისის ბალახის ჰოკეის გუნდს ექნება მოედანი. ნამდვილად იმსახურებს ეს გუნდი, რომ სავარჯიშოდ და სათამაშოდ საკუთარი მოედანი ჰქონდეს.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტულ სკოლას. აქვე გაცნობებთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება- ვაკისუბნის და ავანგარდის დამაკავშირებელ ახალ ქუჩას მიენიჭოს დავით ხახალეიშვილის სახელი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წლის საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების წოდებას! დამდეგ ახალ წელსაც მოგილოცავთ- წარმატებული, სიხარულით და ბედნიერებით სავსე იყოს 2022 წელი თქვენთვის!", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წლის საუკეთესოთა წოდება მიენიჭათ:

წლის საუკეთესო სპორტული სკოლა - ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების, ომარ ფხაკაძის სახ. N12 კომპლექსური სპორტული სკოლა;

წლის საუკეთესო სპორტული კლუბი - სარაგბო კლუბი „აია";

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - საბა ინანეიშვილი (ძიუდო);

წლის საუკეთესო სპორტსმენი - თამაზი გოჩელაშვილი (შოტოკან კარატე დო);

წლის საუკეთესო სპორტსმენი - ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა);

წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი);

წლის მწვრთნელი - მალხაზ ლომთაძე (ძალოსნობა);

2021 წლის სპორტსმენი კი გახდა შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ).

ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების და ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ იქნა ორგანიზებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა