ლოზუნგებით - „ნუ გვახრჩობთ“, „კორუფციით სავსე ქალაქი", „რამდენი იშოვე კალაძე" საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

"ნუ გვახჩობთ" - ამ ლოზუნგით დედაქალაქის საკრებულოსთან პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებას აპროტესტებენ.

პარტიის ლიდერმა ანა დოლიძემ ადგილზე ყულფი მიიტანა, მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას სააბონემენტე სისტემით "ნუ ახჩობენ" მოქალაქეებს.

"ყულფის ღირსი ხართ. ნუ გვახჩობთ. რასაც ქვეყანას უკეთებთ, ეს არის დახჩობა. ნუ გვახჩობთ! ოჯახები და ბავშვები გვყავს. მგზავრობისას 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარის ჯიბიდან ამოღება დახჩობაა. ეს ყულფი დარჩეთ მათ სამახსოვროდ",- აღნიშნავს დოლიძე.

პარარელურად საკრებულოს შენობასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანალოგიურად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებას აპროტესტებენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: "კორუფციით სავსე ქალაქი", "რამდენი იშოვე კალაძე".

ცნობისთვის, თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა