დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე - მნიშვნელოვანია, რომ ამხელა ბიუჯეტის უწყებას ხელმძღვანელობდეს ფინანსების კარგი გამოცდილების მქონე მენეჯერი

მნიშვნელოვანია, რომ ამხელა ბიუჯეტის უწყებას ხელმძღვანელობდეს ფინანსების კარგი გამოცდილების მქონე მენეჯერი - დანარჩენი არის ყოფითი საკითხები, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არიან და ერთობლივად, უწყება წარმატებულად მუშაობას გააგრძელებს.

“იმედი მაქვს, რომ ის კარგად გაართმევს თავს და წინასწარ ნუ ვიქნებით მკაცრი შემფასებლები, ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ მას ყველა რესურსი აქვს. სექტორში არის ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი, 6 მილიარდზე მეტი და რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხების კარგად ცოდნა, კარგი გამოცდილება და რა თქმა უნდა, სექტორში არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ერთობლივად უწყება წარმატებულად მუშაობას გააგრძელებს და კიდევ უფრო ეფექტური იქნება", - განაცხადა ხუნდაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა