უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, არ შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი ზედიზედ ორჯერ აირჩეს

უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, არ შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი ზედიზედ ორჯერ აირჩეს. ამას “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

ინიციატორთა შეფასებით, არსებული აკრძალვის მოხსნა პროფესიული გამოცდილებისა და დამსახურების პრინციპზე დაყრდნობით საბჭოს დაკომპლექტების შესაძლებლობას გაზრდის.

„ის, თუ რამდენად იმსახურებს კონკრეტული პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას, მათ შორის ზედიზედ მეორე ჯერზე არჩევას, მიზანშეწონილია უშუალოდ მისი არჩევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა შეაფასოს, ყოველგვარი გაუმართლებელი ბლანკეტური შეზღუდვის გარეშე“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: - გურამ მაჭარაშვილმა, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ მოამზადეს. ინიციატორები “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა