აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ჯინჭარაძეების ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობა ოჯახს სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.
„2022 წლიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაცია 15 ათასიდან 20 ათას ლარამდე გაიზრდება და ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაზრდილ კომპენსაციას მიიღებს. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, რომან ჯინჭარაძეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, სრულად დაუფინანსდება კვლევისა და ოპერაციის საფასური. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროა საბინაო ფონდის შექმნა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობის დროული დაწყება. ოჯახი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ქირით და პირველადი საჭიროების ნივთებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.