გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე - საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე

საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე, - ასე ხსნის უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავის დროზე, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს საგამოძიებო ფუნქციები დაემატა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცალკე, დამოუკიდებლად ყოფილიყო. მაჭარაშვილის თქმით, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ორი ფუნქციის დამოუკიდებლად შესრულება გაცილებით უფრო ეფექტური იქნება და ორი სამსახური ინსტიტუცირად უფრო განვითარდება.

“სწორედ ამ სურათის დანახვის შემდეგომ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები. ორივე სამსახურში ის ძირითადი პრინციპები ნარჩუნდება, რაც არის: დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელობის დანიშვნის პროცედურა და გამჭვირვალობა. რაც შეეხება თანამშრომლებს, იქნება 2-თვიანი გარდამავალი პერიოდი, ვიდრე ახალი სამსახურები შეიქმნება და 1-ელ მარტამდე ჩამოყალიბდება. ამის შემდეგ ხელმძღვანელების შერჩევა და თანამშრომლების აყვანა მოხდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას კანდიდატურა რომელიმე ახალი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ორ ახალ სამსახურთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება, ნებისმიერ პირს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შეეძლება - თუ ლონდა თოლორაია საჭიროდ ჩათვლის, განაცხადს ისიც შეიტანს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. მათ მიერ მოთხოვნილია საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა