აგრარული დარგის ახალგაზრდა მკვლევარების ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის კვლევით ორგანიზაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ახალგაზრდა მეცნიერთა ცოდნისა და გამოცდილების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის წამყვან კვლევით ორგანიზაციასთან (NIAB) თანამშრომლობას იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაფორმდა, რომელიც საქართველოს ელჩის სოფიო ქაცარავას, NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარიო კაკამოს და ინოვაციური კლასტერის პროგრამის „Growing Kent and Medway” ხელმძღვანელის, ნიკოლა ჰარის მიერ იყო შეთანხმებული.

„დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა და დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობა გვაკავშირებს. აღნიშნული მემორანდუმიწამყვან ქართველ და ბრიტანელ მკვლევარებსა და ექსპერტებს გამოცდილებისა და ცონის გაზიარებაში შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

NIAB-ი დიდ ბრიტანეთში სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი მზარდი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელსაც მცენარეთა გენეტიკის, აგრონომიის და მონაცემთა ბაზის შეგროვების კუთხით ფართო შესაძლებლობები გააჩნია. NIAB-ი წარმატებულად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, საგანმანათლებლო, ასევე ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან.

„ახალი საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მემცენარეობის დარგის და ტექნოლოგიების განვითარებასა და გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა მკვლევარების განვითარებასა და მათ კარიერულ ხელშეწყობაზეა გამახვილებული. მოხარული ვიქნებით, ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს NIAB-ში ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორმა, მარიო კაკამომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა