ეკატერინე ტიკარაძე - 2021 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა

2021 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი განცხადებით, შრომის პირობების ინსპექტირების ინტენსიურობა/დარღვევების გამოვლენის სიხშირე და რეაგირება გაიზარდა.

„2020 წელს შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა - მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ", რომლის საფუძველზეც 2021 წლის 1 იანვრიდან შექიმნა სსიპ. შრომის ინსპექციის სამსახური. სამსახურისათვის გაზრდილი მანდატი აისახა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებლები. 2021 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით, 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა