ფრაქცია "ნაცმოძრაობა" ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4 მიმართულებაზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილისთვის ხელფასის გაორმაგებას და ამის ფონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოთხ მიმართულებაზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს.

ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას ინფორმაციით, ქუთაისში, 4 მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი 50-დან 70 თეთრამდე გაიზარდა, რაც ქუთაისელებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, ქალაქი ყოველდღიურად იცლება მოსახლეობისგან და უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, ქუთაისის მერის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდა კი ქუთაისელთა დაცინვაა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საერთო ჯამში ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა