ზაალ უდუმაშვილი - სალომე ზურაბიშვილს გავაცნობთ ჩვენს ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკური კრიზისის დაძლევა - თუ არსებობს მინიმალური შანსი, რომ რაიმე შედეგს მივაღწიოთ, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ

სალომე ზურაბიშვილს გავაცნობთ ჩვენს ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკური კრიზისის დაძლევა - თუ არსებობს მინიმალური შანსი მაინც, რომ ამ პროცესში რაიმე შედეგს მივაღწიოთ, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და ნიკა მელიას დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე განუცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის ინიციატივით წარმოებულ პროცესში მაქსიმალურად იქნება ჩართული.

“ვფიქრობ, პრეზიდენტის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. მაქსიმალურად ჩართული ვიქნებით ამ პროცესში. ჩვენ და ოპოზიციის დიდი ნაწილი, ვთვლით, რომ თუ არსებობს მინიმალური შანსი მაინც, რომ ამ პროცესში რაიმე შედეგს მივაღწიოთ, ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ჩვენი წინადადებებით მივდივართ. სალომე ზურაბიშვილს გავაცნობთ ჩვენს ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. გავცვლით მოსაზრებებს და დაველოდებით კონსულტაციების გაგრძელებას”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ხელს შიმშილობის მასობრივი აქცია პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე პროცესს, უდუმაშვილი ამბობს, რომ პირიქით - დაეხმარება.

“ბევრი, მათ შორის კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა აქციასთან დაკავშირებით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს აქცია არაფრით შეუშლის ხელს მიმდინარე დიალოგს, პირიქით - დაეხმარება. ეს აქცია მიმართულია იმისკენ, რომ დამატებითი ზეწოლის ბერკეტი იყოს ხელისუფლებაზე, რათა კონკრეტული შედეგი რაც შეიძლება დროულად იქნას მიღწეული”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება მოშიმშილეებს, უდუმაშვილის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო პერსონალი მუდმივად აკონტროლებს.

“ამ ეტაპზე მოშიმშილეთა მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. მათი მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რათა რაიმე სახის გართულება არ იყოს. ახლა იწყება ის დღეები, როდესაც შესაძლოა, რაიმე გართულებებს ველოდოთ, ამიტომ სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოშიმშილეებზე სრული კონტროლი იყოს. იმედს ვიტოვებთ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც დაგვეხმარებიან. უკვე სამი დღეა ვითხოვთ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა იმორიგეონ, ვინაიდან მოშიმშილეების რაოდენობა ძალიან დიდია და თუ საჭირო გახდება მათი ჰოსპიტალიზაცია, ამაში დრო რომ არ დაიკარგოს”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა მედიასთან სხვა თემებზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოებში გიორგი გახარიას გუნდთან ითანამშრომლოს. უდუმაშვილი ამბობს, რომ “გახარიას გუნდთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი არაა”.

“საუბარია იმაზე, რომ სადაც არის შანსი, საკრებულოები ოპოზიციური იყოს, ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ქალაქებში, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, ოპოზიციური საკრებულოები გვქონდეს”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა